Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასამდე ახალგაზრდა მაჰმადიანმა მშვიდობის წრე შემოარტყა ოსლოს სინაგოგას


ათასამდე ახალგაზრდა მაჰმადიანმა ცოცხალი წრე შემოარტყა ოსლოს სინაგოგას 21 თებერვალს, რაც ებრაელთა თემის დაცვის სიმბოლური აქტს წარმოადგენდა. რკალის მონაწილეებმა დაგმეს წინა შაბათ-კვირას მეზობელ დანიაში სინაგოგაზე თავდასხმა. აქციის ორგანიზატორი იყო ახალგაზრდა მაჰმადიანთა გაერთიანება, დემონსტრანტები გაიძახოდნენ ლოზუნგს, „არა ანტისემიტიზმს“და „არა ისლამოფობიას“. ნორვეგიის ებრაული თემი მცირეა, ათას კაცს ითვლის. ნორვეგიაში მცხოვრებ მაჰმადიანთა რაოდენობა ორასი ათასს უდრის. სულ ნორვეგიაში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG