Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვში აფეთქების შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი


აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა მესამე ადამიანი. ქალაქის საბჭოს პრესსამსახურმა 23 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად დაღუპულებს დაემატა 15 წლის ბიჭი. მანამდე, 22 თებერვალს, გავრცელდა ცნობა ერთი პოლიციელის და ერთი აქტივისტის დაღუპვის თაობაზე. ბომბი აფეთქდა აქციაზე, რომლითაც აღნიშნავდნენ კიევის მაიდნის აქციების წლისთავს. კიევის მოვლენებს და პრეზიდენტ იანუკოვიჩის დამხობას მოჰყვა კონფლიქტი, რომელიც ამჟამად მძვინვარებს აღმოსავლეთ უკრაინაში. პარლამენტის წევრი, დმიტრო ტიმჩუკი აცხადებს, რომ სამხრეთ უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლთან ძალებს ამაგრებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები. ტიმჩუკმა „ფეისბუქით“ გაავრცელა შეტყობინება, რომ 22 თებერვლის შემდეგ ადგილზე ჩავიდა დამატებით 350 მებრძოლი და 20-მდე დაჯავშნული მანქანა.

XS
SM
MD
LG