Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI Georgia: “2013-2015 წლებში სახელმწიფომ 147 მილიონი ლარის ავტომობილები შეიძინა”


ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც 2013-2014 წლებში საქართველოს სახელმწიფომ შეიძინა 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილები. ორგანიზაცია ამ მონაცემების გავრცელებით გამოეხმაურა მთავრობის მიერ 23 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას, რომ 12 პროცენტით აპირებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას. „2013 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში დაახლოებით 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს. 2013 წელს განხორციელებული შესყიდვების ღირებულება 2014 წლის შესყიდვებს დაახლოებით 9 მლნ. ლარით აღემატებოდა, 2015 წლის პირველ ორ თვეში კი ჯამში დაახლოებით 5.2 მლნ. შეადგინა“ - წერს ორგანიზაცია და დასძენს -„2 წლის განმავლობაში 147 მლნ. ლარი საკმარისი იქნებოდა ყველა კატეგორიის პენსიონერის პენსიის 9 ლარით მოსამატებლად, ან 2 წლის მანძილზე მთელი სოციალური პაკეტის (შშმ პირები, სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, საყოფაცხოვრებო სუბსიდიების და სხვა დახმარებების მიმღებები) მინიმუმ 30%-ით გასაზრდელად.“

XS
SM
MD
LG