Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებმა 150-ზე მეტი ადამიანი მოიტაცეს


სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, სულ ცოტა, 150 ადამიანი მოიტაცა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ქრისტიანული სოფლებიდან. როგორც გუშინ განაცხადა სირიის ოპოზიციური ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ბასამ იშაკმა, მისი ჯგუფი ადასტურებს, სულ ცოტა, 150 ადამიანის მოტაცების ფაქტს. „სირიის დემოკრატიული ორგანიზაცია - ჰასაკის“ პოლიტიკური ბიუროს წევრმა ქარამ დოლამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა სოფელ თელ ჰორმუზიდან მოიტაცეს 13 პირი - ქალები, ბავშვები და ხანდაზმული მამაკაცები. იმავე წყაროს მტკიცებით, 70-დან 90-მდე ადამიანმა ვერ შეძლო 23 თებერვალს სოფელ თელ შამირამში შეჭრილი „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებისგან თავის დაღწევა. დოლას განცხადებით, მდინარე ხაბურის გაყოლებაზე მდებარე 30-ზე მეტი სოფლის მცხოვრებთ ქალაქ ჰასაკას შეაფარეს თავი.

XS
SM
MD
LG