Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დაბომბეს რაიონი, სადაც ექსტრემისტებმა მძევლად აიყვანეს 200-ზე მეტი ქრისტიანი


სირიელი აქტივისტების ცნობით, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ საჰაერო დარტყმები მიაყენა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, სადაც ექსტრემისტებმა მძევლად აიყვანეს 200-ზე მეტი ასირიელი ქრისტიანი. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ იუწყება, რომ საჰაერო დარტყმები მიმართული იყო ექსტრემისტების წინააღმდეგ ქალაქ თელ თამრის მახლობლად. ისლამისტმა მებრძოლებმა ამ რეგიონში ბოლო სამ დღეში დაიპყრეს ქრისტიანების რამდენიმე დასახლება და მძევლად აიყვანეს, სულ ცოტა, 220 ქრისტიანი. ქურთებისა და ქრისტიანების შეიარაღებული რაზმები ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოს“. ვრცელდება ცნობები ეკლესიების განადგურების შესახებ. სუნიტმა ექსტრემისტებმა, რომლებიც სირიისა და ერაყის ტერიტორიების დიდ ნაწილს აკონტროლებენ, რელიგიური უმცირესობების ასობით წევრი დახოცეს.

XS
SM
MD
LG