Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ მოკლეს ბორის ნემცოვი


რუსეთის მედიაში გავრცელებული ცნობებით, მოკლულია რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ბორის ნემცოვი. როგორც იუწყებიან, ის მოსკოვის ცენტრში მოკლეს. სააგენტო “ინტერფაქსს” მოაქვს სამართალდამცავი სტრუქტურების ანონიმურად დატოვებული წარმომადგენლის სიტყვები, რომ ნემცოვს უცნობმა თავდამსხმელმა ოთხი ტყვია ესროლა. ნემცოვს ერთ დროს პოსტ-საბჭოთა რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის მემკვიდრედ განიხილავდნენ. შემდეგ ის ოპოზიციონერი გახდა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი იყო. ნემცოვი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი საპროტესტო აქციისა, რომელიც 1 მარტს არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG