Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: ნემცოვი მოკლეს, რადგან აპირებდა უკრაინის კონფლიქტთან მოსკოვის კავშირის მტკიცებულებების გამოქვეყნებას


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და კრემლის კრიტიკოსი, ბორის ნემცოვი იმის გამო მოკლეს, რომ ის აპირებდა გამოექვეყნებინა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან მოსკოვის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები. 28 თებერვალს ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში პოროშენკომ განაცხადა, ნემცოვმა რამდენიმე კვირის წინ მითხრა, რომ გეგმავდა უკრაინის კრიზისში რუსეთის არმიის მონაწილეობის შესახებ მასალების გამოქვეყნებასო. „ვიღაცას ძალიან შეეშინდა“ ამ ინფორმაციის გასაჯაროების და „მათ ის მოკლესო“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, გვიან საღამოს მოკლეს კრემლთან ახლოს, ხიდზე გადასვლისას. პუტინი, რომელიც უარყოფს უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობას, პირობას დებს, რომ ნემცოვის მკვლელებს იპოვნიან და მართლმსაჯულებას წარუდგენენ. პოროშენკომ ნემცოვს უწოდა უკრაინის მეგობარი და რუსეთის პატრიოტი.

XS
SM
MD
LG