Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში 1 მარტს დაკავებული უკრაინელი დეპუტატი სამშობლოში დაბრუნდება


მოსკოვში გაუქმდა სასამართლო სხდომა 1 მარტს დაკავებული უკრაინელი დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს საქმის განსახილველად და დეპუტატი შეძლებისდაგვარად მალე დაბრუნდება სამშობლოში. ამის შესახებ განაცხადა გონჩარენკოს ადვოკატმა მარკ ფეიგინმა, რომლის ინფორმაციითაც, მისი კლიენტი პირველივე რეისით გაფრინდება კიევში. გონჩარენკო დააკავეს მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად გამართული აქციის დაწყებამდე. გონჩარენკო აცხადებს, რომ სცემეს და ხუთი საათი ამყოფეს იზოლატორში. მას 2 მარტისთვის დაუნიშნეს სასამართლო სხდომა პოლიციის დაუმორჩილებლობაში ეჭვმიტანით, მაგრამ მოსკოვის პოლიციამ განაცხადა, რომ არა აქვს მის წინააღმდეგ ბრალდება.

XS
SM
MD
LG