Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია განიხილავს სამეზობლო პოლიტიკას და რუსეთთან დაახლოებას


ევროკავშირის კომისია ემზადება დოკუმენტის პროექტის წარმოსადგენად, რომელშიც განხილულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შეწყვეტა და რუსეთთან კავშირების გაღრმავება. დოკუმენტის პროექტი, რომელსაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გაეცნო, წარმოადგენს ნაწილს მცდელობისა, რომელმაც შემოდგომამდე პოლიტიკის რეფორმის თაობაზე კონკრეტული წინადადებები უნდა მოიტანოს. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას 10 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, პოლიტიკის მიზანია ურთიერთობის გაუმჯობესება ევროკავშირის იმ მეზობლებთან, რომლებსაც არ ეხება კავშირის გაფართოების პოლიტიკა. დოკუმენტის პროექტი მწვავედ სვამს შეკითხვას, უნდა გაგრძელდეს თუ არა ეს პოლიტიკა. ამ შეკითხვას, სავარაუდოდ, შეშფოთება მოჰყვება ბრიუსელთან თანამშრომლობის გაღრმავების მოსურნე ქვეყნებში - საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში. პროექტში რუსეთი კონკრეტულად ნახსენები არ არის, თუმცა ცხადია, რომ სწორედ მას ეხება შეკითხვა, უნდა გაღრმავდეს თუ არა კავშირები „სამეზობლოს გარეთ“ მდებარე ქვეყნებთან.

XS
SM
MD
LG