Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში გრძელდება აშშ-ირანის მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


აშშ-ისა და ირანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები მესამე დღეა აგრძელებენ მოლაპარაკებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. შეხვედრა იმართება შვეიცარიის საკურორტო ქალაქ მონტროში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა მოლაპარაკება განაახლეს სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვისაკენ მიმართულმა შეთანხმებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ირანის მიერ ბირთვული ბომბის შექმნას - ამ გზის დაბლოკვის ნაცვლად. შეერთებული შტატები კიდევ ხუთ ქვეყანასთან ერთად ცდილობს ირანთან შეთანხმების მიღწევას მისი ბირთვული პროგრამის შესაზღუდად, რადგან დასავლეთში შიშობენ, რომ პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. 3 მარტს შეერთებული შტატების კონგრესში ნეტანიაჰუს გამოსვლაზე გამოხმაურებისას, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ნეტანიაჰუ არ გამოსულა რეალისტური ალტერნატიული წინადადებით. მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს გადაწყვეტილი აქვთ მარტის ბოლომდე მოამზადონ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების პროექტი.

XS
SM
MD
LG