Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა


ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებების სტატუსთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საუდის არაბეთში სპარსეთისა ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. წინასწარი ინფორმაციით, კერის უნდა დაერწმუნებინა საუდის არაბეთის, ყატარის, კუვეიტის, ბაჰრეინის, არაბთა გარეთიანებული საამიროსა და ომანის წარმომადგენლები, რომ ირანთან გარიგება არ მისცემს თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას. 4 მარტს ჯონ კერი რიადში ჩავიდა შვეიცარიიდან, სადაც სამი დღის განმავლობაში მოლაპარაკებებს მართავდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფთან. მოლაპარაკებების მიზანია აიძულონ ირანი შეზღუდოს ურანის გამდიდრების პროგრამა მის მიმართ დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG