Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფრო დაბალანსებულ კვებაზე გადასვლას გეგმავს ნადია სავჩენკო


უკრაინელი პილოტი ქალი, პატიმრობაში მყოფი ნადია სავჩენკო ამბობს, რომ მზად არის უფრო „დაბალანსებულ“ კვებაზე გადავიდეს - მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ მზად არის დაასრულოს 80 დღეზე მეტხანს გაგრძელებული შიმშილობის აქცია. სავჩენკოს ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა 6 მარტს თქვა, რომ მისი კლიენტი ითხოვს მისცენ ხილის წვენი და ხილ-ბოსტნეულის პიურე, ნაცვლად ბულიონისა - რომელიც მან პირველ ჯერზე ითხოვა შიმშილობის შესაწყვეტად. ფეიგინმა „ტვიტერით“ გაავრცელა სავჩენკოს მიერ ხელით დაწერილი წერილი, რომელშიც ის ამბობს, რომ „უკრაინელმა ექიმებმა“ ურჩიეს არ მიიღოს ბულიონი. სავჩენკო აცხადებს, რომ ის აღმოსავლეთ უკრაინაში, ივნისში გაიტაცეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა და უკანონოდ გადასცეს რუსეთს - სადაც მას კონფლიქტის გაშუქებისას დაღუპული ორი ჟურნალისტის სიკვდილთან კავშირში დასდეს ბრალი. რუსეთი უარყოფს დასავლეთის მოწოდებებს სავჩენკოს გათავისუფლების თაობაზე. სავჩენკომ შიმშილობა 13 დეკემბერს დაიწყო.

XS
SM
MD
LG