Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სასამართლომ გირაო შეუფარდა ჟურნალისტის ცემაში ეჭვმიტანილ პირს


ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულ პირს სასამართლომ შეუფარდა 3 000 ლარიანი გირაო, რომლის გადახდის შემდეგ ბრალდებული პატიმრობიდან გათავისუფლდება. ახალი ამბების სამსახურ "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი, რომელიც 4 მარტს თბილისის ცენტრში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას აშუქებდა, - აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სცემა. მოძალადემ ფოტორეპორტიორი "პროვოკაციაში დაადანაშაულა", ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG