Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირს აღმოსავლელ პარტნიორებთან მუდმივი პოლიტიკური არხები სჭირდება


ევროკავშირი რეალისტურად არის განწყობილი რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკისადმი, ამასთან მტკიცედ უჭერს მხარს დიალოგსა და თანამშრომლობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონფრონტაცია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ ამის თაობაზე რიგაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, 7 მარტს პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ რუსეთის მოქმედებისადმი, რაც დაიწყო გასულ წელს ყირიმის უკანონო ანექსიით, ნეგატიური განვითარებით, რომლის წლისთავიც მომავალ კვირას შესრულდება. მაგრამ, ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მისია, რომელიც ასევ გამუდმებით მოითხოვს პოლიტიკური არხების ძებნას განსაკუთრებით ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების - უკრაინის, საქართველოს, მოლდავეთისა და სხვა პარტნიორების ინტერსებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ. რიგაში შაბათს დასრულდა ევროკავშირი საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი არაოფიციალური შეხვედრა, რომლის უმთავრესი საკითხი იყო ვითარება უკრაინაში.

XS
SM
MD
LG