Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭომ სარვამარტო განცხადება გაავრცელა


ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა და მისმა მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ ერთობლივი სარვამარტო განცხადება გაავრცელეს. დოკუმენტის ავტორები აცხადებენ: „ქალთა მიმართ ძალადობა არ შეწყდება მანამდე, სანამ არ აღმოიფხვრება გენდერული უთანასწორობა“. იაგლანდი და ბატაინი-დრაგონი დადებით ტენდენციად თვლიან იმას, რომ სულ უფრო მეტი კანონი მიიღება ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის სხვა ფორმების კრიმინალიზაციისთვის და სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხდება „სტამბოლის კონვენციის“ რატიფიკაცია. ეს კონვენცია 2011 წელს მიიღეს და ის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.

XS
SM
MD
LG