Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის ხელმძღვანელი ევროპის კავშირის არმის შექმნისკენ მოწოდებით გამოვიდა


ევროპის კომისიის ხელმძღვანელი, ჟან კლოდ იუნკერი გამოვიდა მოწოდებით, რომ შეიქმნას ევროპის კავშირის ერთიანი არმია, რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის გამო. 8 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში იუნკერმა თქვა, რომ ეს არმია ევროპის კავშირის წევრებს დაეხმარება უპასუხონ ახალ საფრთხეებს და ჩამოაყალიბონ საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკა. იუნკერმა თქვა, რომ ევროპის საერთო არმია რუსეთს ცხად მესიჯს გაუგზავნის, რომ ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენი ფასეულობების დაცვასო. იუნკერმა ასევე უთხრა გერმანიის გაზეთ ველტ ამ ზონტაგს, რომ ევროპის არმია არ უნდა იყოს ნატოს კონკურენტი. გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურზულა ფონ დერ ლაინი მიესალმა წინადადებას. ბრიტანეთი ადრევე წინააღმდეგი იყო ასეთი იდეისა და აცხადებდა, რომ ევროპის კავშირის გაზრდილი სამხედრო როლი ძირს გამოუთხრიდა ნატოს.

XS
SM
MD
LG