Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საელჩომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებას "არამეგობრული" უწოდა


საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც თეა წულუკიანის გამონათქვამებს „არაკვალიფიციური, გაუაზრებელი და არამეგობრული“ უწოდა. „ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად; ამასთან ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა", - ნათქვამია საელჩოს პრესის სამსახურის განცხადებაში. თეა წულუკიანმა 18 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" სავიზო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით ილაპარაკა და განაცხადა, რომ ეს პოლიტიკა ჩინელი, ერაყელი, ირანელი და ეგვიპტელი ტურისტების ნაკადს შეეხო.

XS
SM
MD
LG