Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი ერაყში ასამდე სამხედროს გაგზავნას აპირებს


ევროპის კავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა, უნგრეთი, აპირებს გააგზავნოს ასამდე სამხედრო ერაყში, რათა შეუერთდეს აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამერიკის თხოვნის შესაბამისად. საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიატრომ განაცხადა, რომ პარლამენტი გადაწყვეტილებას ამ თემაზე მიიღებს აპრილში, ხოლო ჯარის გაგზავნა იგეგმება მაისის მეორე ნახევარში. მინისტრის თანახმად, უნგრეთი უკვე ნაწილია ისლამურ სახელმწიფოსთან კონფლიქტისა, რადგან ის დასავლეთის თანამეგობრობის ფასეულობებს ეკუთვნის, რომლებსაც თავს ესხმის ისლამური სახელმწიფო. უნგრელი ჯარისკაცები ქურთისტანში ადგილობრივ სამხედროთა წვრთნაში ჩაებმებიან.

XS
SM
MD
LG