Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა ხადიჯა ისმაილოვას ახალი წერილი


ხადიჯა ისმაილოვა, ცნობილი აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, მის მიმართა წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს წერილში, რომელიც ფეისბუქზე შექმნილ სპეციალურ გვერდზე „თავისუფლება ხადიჯას“ გამოქვეყნდა. ისმაილოვა აზერბაიჯანის ხელისუფლებას რუსეთის მსგავსი რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებაში ადანაშაულებს. ქვეყანაში იკრძალება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და ჟურნალისტებს კი აპატიმრებენ შეთითხნილი ბრალდებებით. 6 მარტს ბაქოს სასამართლომ 24 მაისამდე გაუგრძელა პატიმრობის ვადა ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობდა და თანამშრომლობდა რადიო თავისუფლებასთან. პროკურატურა მას გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებაში, არალეგალური სამეწარმეო საქმიანობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებს. ჟურნალისტი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებს.

XS
SM
MD
LG