Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში აშშ-ის ელჩისთანამდებობაზე წარადგინა იენ კელის კანდიდატურა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში აშშ-ის ელჩისთანამდებობაზე წარადგინა იენ კელის კანდიდატურა. სხვადასხვადროს კელი მუშაობდა ეუთოში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად, სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელად. საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზეკელის კანდიდატურა ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს.ამჟამინდელ ელჩს რიჩარდ ნორლანდს ზაფხულში ეწურება სამწლიანი უფლებამოსილების ვადა. „მიხარია, რომ თეთრმასახლმა ჩემს შემცვლელად ასეთი გამოცდილი და დაფასებულიკოლეგა დაასახელა“ - ნათქვამია ნორლანდის განცხადებაში,რომელიც მან დღეს გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, სენატშიგანხილვისა და კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ, თბილისშიკელის ჩამოსვლა ზაფხულის მიწურულისთვის არის მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG