Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში უცხოელებს შეიძლება აეკრძალოთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა


რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელი, ევგენი ფიოდოროვი, 12 მარტს პარლამენტში გამოვიდა ინიციატივით, შეიმუშაონ კანონპროექტი, რომელიც უცხოელებს საჯარო საპროტესტო აქციებში მონაწილეობას აუკრძალავს. კანონპროექტს განიხილავენ სახელმწიფო დუმაში, პარლამეტის ქვედა პალატაში. ფიოდოროვის თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკურ მსვლელობების დროს პროვოკაციების მოწყობის თავიდან აცილებას. 2012 წლის მაისში 400-მდე ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციებისას, რომელთა მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით არჩევის გამო. აქტივისტები ამბობენ, რომ რუსეთის მთავრობა მეთოდურად ცდილობს ჩაახშოს ყოველგვარი განსხვავებული აზრი.

XS
SM
MD
LG