Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში ავიაკატასტროფის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა


სერბიაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. "მი-17"-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა ბელგრადის აეროპორტთან ახლოს, სურჩინის რაიონში განიცადა კატასტროფა. მასში მყოფი შვიდივე ადამიანი დაიღუპა. ვერტმფრენით ბელგრადში გადაჰყავდათ ახალშობილი ავადმყოფი ბავშვი. მასში იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, თავად ბავშვი და ორი ექიმი.

XS
SM
MD
LG