Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხეტინა ევროკავშირის მეზობლებისადმი დიფერენცირებული მიდგომის მომხრეა


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გჟეგოჟ სხეტინას აზრით, ევროპის კავშირმა უნდა გამონახოს საშუალება, რომ განსხვავებულად განავითაროს თავისი ურთიერთობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრ ექვს პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან. „უნდა გამოვნახოთ გზა - საერთო გზა - ევროკავშირისა და ამ ქვეყნებისთვის, რათა ყველამ ვიცოდეთ, რომ დამოკიდებულება ამ სამი ქვეყნისადმი - საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინისადმი - უნდა განსხვავდებოდეს იმ დამოკიდებულებისგან, რომელიც გვაქვს დანარჩენი სამი ქვეყნისადმი: სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსიისადმი. ეს სავსებით ბუნებრივია.“ ეს განცხადება სხეტინამ გააკეთა დღეს ბრიუსელში, სადაც იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

XS
SM
MD
LG