Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვული პროგრამის გამო შეხვედრები ლოზანაში იმართება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი ერთმანეთს ხვდებიან შვეიცარიაში ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკების ერთ-ერთი ბოლო ეტაპის ჩარჩოებში. ლოზანაში შეხვედრა წინ უსწრებს მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ, საბოლო ჩარჩო შეთანხმების მიღწევას. კერის და ზარიფის შეხვერის ფონზე ექსპერტები განაგრძობენ ბევრ დეტალის შეთანხმებას. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შეზღუდავს თავის ბირთვულ პროგრამას, ხოლო დასავლეთი შეუმსუბუქებს მას სანქციებს.ზარიფი ამ კვირაში ხვდება მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს. კერიმ ეგვიპტეში 15 მარტს განაცხადა, რომ მოლაპარაკებათა შემაფერხებელი პრობლემები პოლიტიკური ხასიათისაა და არა ტექნიკური.

XS
SM
MD
LG