Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ჩრდილოეთის ფლოტი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს განკარგულება გასცა, მოიყვანონ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ჩრდილოეთის ფლოტი და დასავლეთის სამხედრო ოლქის ზოგიერთი შენაერთი, ასევე სადესანტო ძალების ნაწილები. როგორც თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, სამხედრო მზადყოფნის შესამოწმებლად გამართულ მანევრებში ჩართულია 38 ათასამდე სამხედრო, სამი ათასამდე სამხედრო-ტექნიკური ერთეული, 41 ხომალდი, 15 წყალქვეშა ნავი, 110 თვითმფრინავი და შვეულმფრენი. 2014 წლის გაზაფხულის შემდეგ რუსეთის არმია მართავს მსგავს, მსხვილ, დაუგეგმავ მანევნრებს. მათი მასშტაბები და რაოდენობა შეშფოთებას იწვევს დასავლეთში. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ასევე სწავლება ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს.

XS
SM
MD
LG