Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ავღანეთშიც გამოჩნდნენ


გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ავღანეთში იტყობინება, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ავღანეთში გადადიან. ამის შესახებ ნიკოლას ჰეისონმა 16 მარტს გაეროს უშიშროების საბჭოზე განაცხადა. მომხსენებლის თანახმად „ისლამურ სახელმწიფოს“ ფესვები ღრმად არ აქვს გამჯდარი ავღანეთში, თუმცა აქვს პოტენციალი, რომ შექმნას მიზიდულობის ცენტრი ექსტრემისტული ორგანიზაციის დაცალკევებული ჯგუფების შემდგომი კონცენტრაციისათვის.

XS
SM
MD
LG