Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ოპტიმისტურად უყურებს დასავლეთთან მოლაპარაკებას


ირანის ბირთვული უწყების ხელმძღვანელი ალი აკბარ სალეჰი აცხადებს, რომ მისმა მთავრობამ მოაგვარა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან უთანხმოება. ირანის სახელმწიფო ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში სალეჰიმ გამოთქვა რწმენა, რომ მარტის ბოლოსათვის მოხერხდება იმ შეთანხმების შემუშავება, რომელიც ირანის ბირთვული ამბიციების მოთოკვის სანაცვლოდ, თეირანისადმი დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს. 16 მარტს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯავად ზარიფის შეხვედრა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ირანმა კიდევ უნდა მიიღოს რთული და აუცილებელი გადაწყვეტილებები, რათა მისი ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული შეშფოთება გაქარწყლდეს. მისივე თქმით, არ არის ცხადი, მოხერხდება თუ არა მარტის ბოლოსთვის ჩარჩო-ხელშეკრულების მიღწევა.

XS
SM
MD
LG