Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აღნიშნავს ყირიმის ანექსიის წლისთავს, უცხოეთიდან კრიტიკის ფონზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, დაესწრება მიტინგსა და კონცერტს კრემლის წინ, უკრაინის კუთვნილი ტერიტორიის, ყირიმის ანექსიის წლისთავის აღსანიშნავად. რუსეთის მედიის ცნობით, პუტინი კრემლთან შეკრებილებს მიმართავს 18 მარტს - ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ყირიმში მოსკოვის მოკავშირეებთან. ყირიმის ანექსია მიჩნეულია საერთაშორისო სამართლის დარღვევად, რის გამოც რუსეთს მკაცრად აკრიტიკებენ. მოსკოვის ამ ნაბიჯს მოჰყვა მწვავე დაძაბულობა მას და დასავლეთს შორის. ანექსიის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტებსა და უკრაინის მთავრობის ჯარებს შორის დაწყებული დაპირისპირების ფონზე, რუსეთი მიმდინარე კვირაში ახორციელებს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ძალის საჩვენებლად.

XS
SM
MD
LG