Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისის პრემიერი: მუზეუმზე თავდასხმისას 19 ადამიანი მოკლეს


ტუნისის პრემიერ-მინისტრის ჰაბიბ ესიდის მონაცემებით, 19 ადამიანი, მათ შორის 17 უცხოელი ტურისტი დაიღუპა მუზეუმზე დღეს მოწყობილი თავდასხმისას. ესიდი აცხადებს, რომ დაიჭრნენ კიდევ 22 ტურისტი და ორი ტუნისელი. ინციდენტი დასრულდა ორი თავდამსხმელის მოკვლით. იუწყებიან აგრეთვე, რომ სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს მძევლად აყვანილი პირები. ესიდმა ტელევიზიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის არიან იტალიელი, გერმანელი, პოლონელი და ესპანელი ტურისტები. ბარდოს მუზეუმი, რომელშიც თავდასხმა მოეწყო, დედაქალაქ ტუნისში, პარლამენტის შენობასთან მდებარეობს.

XS
SM
MD
LG