Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თიბილოვი: გვსურს რუსეთს შევუერთდეთ, თუმცა ამას უახლოეს მომავალში არ ვგეგმავთ


სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის, თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკას სურს რუსეთის ფედერაციას შეუერთდეს, თუმცა ამას უახლოეს მომავალში არ აპირებს. ეს განცხადება თიბილოვმა გააკეთა მოსკოვში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტნთან ხელი მოაწერა ეგრეთ წოდებულ „ხელშეკრეულებას“ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. თიბილოვმა თქვა, რომ იმოქმედებს არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის, არამედ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებითაც.

XS
SM
MD
LG