Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი დიპლომატები წყვეტენ მოლაპარაკებებს პრეზიდენტის დედის გარდაცვალების გამო


თეირანის ბირთვულ პროგრამაზე შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილე ირანის დელეგაცია უკან სამშობლოში მიემგზავრება ქვეყნის პრეზიდენტის ჰასან როჰანის დედის დაკრძალვაზე დასასწრებად. მათ შორის, მოლაპარაკებებში მონაწილეობას წყვეტს საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი. როჰანის 90 წლის დედა გავრცელებული ინფორმაციით დღეს დილით გარდაიცვალა. ლოზანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან გამართული შეხვედრის შედმეგ ჯავად ზაეიფმა განაცხადა, რომ არ არსებობს მიზეზი იმის სათქმელად, რომ შეთანხმება მზადაა ხელმოსაწერად.

XS
SM
MD
LG