Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანთან ბირთული მოლაპარაკება მომავალ კვირაში გაგრძელდება


აშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, ბრიტანელ, გერმანელ და ფრანგ კოლეგებს 21 მარტს შეხვდება სადმე ევროპაში, რათა მათთან ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებაზე წინსვლის თაობაზე იმსჯელონ. კერიმ განაცხადა, რომ "საკმარისი წინსვლა" იქნა მიღწეული ლოზანაში, შვეიცარიაში, ამ კვირაში და დასძინა, რომ მოლაპარაკება იმ კვირაში ლოზანაშივე გაგრძელდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაყჩიმ თქვა, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება 25 მარტს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ შეთანხმება ხელთ გვაქვსო. თეირანის ბირთვულ პროგრამაზე შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილე ირანის დელეგაცია სამშობლოში გაემგზავრა ქვეყნის პრეზიდენტის ჰასან როჰანის დედის დაკრძალვაზე დასასწრებად ან ირანული კალენდრით, ახალი წლის, ნავროზობის აღსანიშნად. ჩარჩო ხელშეკრულების მიღწევის ვადა ირანის ბირთვულ პროგრამის გარშემო თეირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წვერს და გერმანიას შორის ჩარჩო ხელშეკრულების მიღწევის ვადა 31 მარტია. საბოლოო შეთანხმება 30 ივნისისთვის უნდა გაფორმდეს.

XS
SM
MD
LG