Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: ვაშინგტონს არ ეჩქარება თეირანთან შეთანხმების მიღწევა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, შვეიცარიიდან ლონდონში გამგზავრების წინ განაცხადა, რომ ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებზე მიღწეულია არსებითი წინსვლა, მაგრამ არის მნიშვნელოვანი ხარვეზები, განაცხადა კერიმ და თქვა, რომ საჭიროა “ძირეული გადაწყვეტილებების“ მიღება,რომ ვაშინგტონს არ ეჩქარება თეირანთან შეთანხმების მიღწევა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ რწმენა გამოთქვა, რომ ბირთვულ სფეროში ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის მოლაპარაკებას შეუძლია მხარეები საბოლოო შეთანხმებამდე მიიყვანოს. როგორც როჰანიმ სააგენტო ირნას უთხრა, „არაფერი არსებობს, რის მოგვარებაც შეუძლებელია". როჰანის თქმით, ზოგიერთ საკითხში აზრთა სხვადასხვაობა არის. ჩარჩო ხელშეკრულების მიღწევის ვადა ირანის ბირთვულ პროგრამის გარშემო თეირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრს და გერმანიას შორის, 31 მარტია. საბოლოო შეთანხმება 30 ივნისისთვის უნდა გაფორმდეს. გასულ კვირაში შვეიცარიაში ლოზანაში გაიმართა მოლაპარაკება ირანის სადავო ბირთვულ პროგრამაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 21 მარტს ლონდონში შეხვდება ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ბირთვულ თემაზე. კერი ჩინელ და რუს კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა. მოლაპარაკებები ოთხშაბათს გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG