Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა მორაგბეებმა შეინარჩუნეს ანთიმოზ ივერიელის თასი


დღეს ბუქარესტში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მასპინძლებს, რუმინეთის გუნდს სძლია ანგარიშით, 15:6. ამ მატჩში გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა შეინარჩუნა ევროპის ჩემპიონის სტატუსი და ანთიმოზ ივერიელის თასი. ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატი (ყოფილი ევროპის ერთა თასი) მერვედ მოიგეს, ხოლო ანთიმოზ ივერიელის თასს მეცხრედ დაეუფლნენ.

XS
SM
MD
LG