Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ნაციონალური მოძრაობის აქცია გაიმართა


თბილისში, თავისუფლების მოედანზე, გაიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია,რომლის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მოქმედი მთავრობის გადადგომა იყო. აქცია ორ საათს გაგრძელდა და მთავრობის კანცელარიასთან, მშვიდობიანად დასრულდა. დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ხელში წითელი ბარათები ეჭირათ - როგორც ხელისუფლების გაფრთხილების სიმბოლო. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობას უმოქმედობაში, ეკონონომიკური მდგომარეობის გაუარესებასა და ლარის გაუფასურებში, ასევე ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. შეხვდრაზე სიტყვით გამოვიდნენ მოძრაობის ლიდერები, ტელეჩართვა ჰქონდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, ისინი მთავრობის შესაცვლელად ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან და რიგგარეშე არჩევნებს არ გამორიცხავენ.

XS
SM
MD
LG