Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის პრეზიდენტი ირანის გავლენის წინააღმდეგ იბრძოლებს


იემენის პრეზიდენტმა, აბედრაბო მანსურ ჰადიმ პირობა დადო, რომ იემენში ირანის გავლენის წინააღმდეგ იბრძოლებს. მან ბრალად დასდო ჰუტის დაჯგუფებას, რომ ირანის იდეოლოგია შემოაქვს ქვეყანაში. მისი თქმით, ის ჩრდილოეთში, სადაცჰუტია გამაგრებული, იემენის დროშას აღმართავს ირანს დროშის ნაცვლად. მისი სატელევიზიო კომენტარი მოჰყვა ქვეყნის დედაქალაქ სანაში, შიიტთა ორ მეჩეთებზე თავდასხმებს, რის შედეგადაც137 პირი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 300-სს აღემატება.

XS
SM
MD
LG