Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა,ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა, ირანის ბირთვულ მოლაპარაკებაზე ერთიანობა დაადასტურეს


აშშ-მა,ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა დაადასტურეს მიზნის ერთიანობა ირანთან ბირთვული მოლაპარაკების სფეროში. მათ განაცხადეს, რომ ირანმა უნდა მიიღოს „რთული გადაწყვეტილება“. დასავლეთის ქვეყნების უმაღლესი რანგის დიპლომატები ლონდონში შეხვდნენ წუხელ ერთმანეთს, რათა ემსჯელათ ბირთვულ მოლაპარაკებებზე წინსვლის გარშემო. ერთობლივი განცხადების წაკითხვისას, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰემონდმა თქვა, „შევთანხმდით, არსებითი წინსვლა მიღწეულ იქნა, საკვანძო სფეროებში, თუმცა არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებშიც შეთანხმებას ჯერ ვერ მივაღწიეთ“. ჩარჩო ხელშეკრულების მიღწევის ვადა ირანის ბირთვულ პროგრამის გარშემო თეირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წვერს და გერმანიას შორის, 31 მარტია. საბოლოო შეთანხმება 30 ივნისისთვის უნდა გაფორმდეს. გასულ კვირაში შვეიცარიაში ლოზანაში გაიმართა მოლაპარაკება ირანის სადავო ბირთვულ პროგრამაზე.მოლაპარაკებები ოთხშაბათს გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG