Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში შიიტმა მეამბოხეებმა სტრატეგიული ქალაქი დაიკავეს


იემენელმა შიიტმა მეამბოხეებმა, ჰუტისებმა, დღეს კონტროლი დაამყარეს ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ ქალაქ თაიზზე. მათ დაიკავეს სამთავრობო შენობები და რამდენიმე სტრატეგიული პუნქტი, მათ შორის აეროპორტი, ავიაბაზა და ცენტრალური საპატიმრო. ამის თაობაზე ადგილობრივმა ხელისუფლებმა ამცნეს დასავლეთის სააგენტოებს. დღეს აპირებს გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელოს იემენის ვითარებაზე.

XS
SM
MD
LG