Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ბრენანი: აშშ-ს შეუძლია ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა არ დაუშვას


აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორმა, ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა არ დაუშვას და, მისი თქმით, ირანის ოფიციალურმა პირებმა, იციან, რომ თუ ისინი გააგრძელებენ ასეთი იარაღის შემქნის მცდელობას, მათ ეს ძვირად დადაუჯდებათ. ბრენანმა აშშ-ის ტელეარხ ფოქს ნიუზს უთხრა, რომ აშშ-ს აქვს ბევრი შესაძლებლობა, უზრუნველყოს, რომ ირანი არ გახდეს ბირთვული სახელმწიფო. თუ ირანი შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას, ამას ის საკუთარი საფრთხის ფასად გააკეთებს, ფიქრობს ბრენანი. ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო თეირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წვერს და გერმანიას შორის, ჩარჩო ხელშეკრულების მიღწევის ვადა 31 მარტია. საბოლოო შეთანხმება 30 ივნისისთვის უნდა გაფორმდეს. დასავლეთი ვარაუდობს, რომ თეირანი ბირთვულ იარაღზე შეიძლება მუშაობდეს. ირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია.

XS
SM
MD
LG