Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო პირობას დებს, რომ "კერძო არმიების" დრო დამთავრდება


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ გუბერნატორებს აღარ ეყოლებათ საკუთარი კერძო შეიარაღებული ჯგუფები. „რაც შეეხება ტერიტორიულ თავდაცვას, იგი დაემორჩილება მტკიცე ვერტიკალს და არც ერთ გუბერნატორს პირადი შეიარაღებული ძალა არ ეყოლება“, - განაცხადა 23 მარტს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე პეტრო პოროშენკომ. მანამდე, 22 მარტს დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის, უკრაინელი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის ბრძანებით, შეიარაღებულმა პირებმა კომპანია „უკრნაფტას“ ოფისი დაიკავეს. ამ ინციდენტის თაობაზე ყოფილმა ჟურნალისტმა და უკრაინის პარლამენტის წევრმა მუსტაფა ნაიემმა კი განაცხადა, რომ შეიარაღებულმა პირებმა იგი სცემეს და არ მისცეს შენობაში შესვლის უფლება. თავის მხრივ კოლომოისკი აცხადებს, რომ მან პრორუსულად განწყობილი პირების მხრიდან კომპანიის ხელში ჩასაგდებად გამიზნული „რეიდერული იერიში“ აღკვეთა. „უკრნაფტა“ უკრაინის მთავრობის საკუთრებაში არსებული კომპანიაა, რომელშიც აქციათა 43 პროცენტი იგორ კოლომოისკის „პრივატჯგუფს“ ეკუთვნის.

XS
SM
MD
LG