Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი და სირია ტერორიზმის საფრთხეებზე მსჯელობენ


ერაყისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ის საფრთხეები, რომლებსაც მათ ქვეყნებს უქმნიან ტერორისტები. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ. დამასკმა განაცხადა, რომ მზადაა ბაღდადთან ითანამშრომლოს, რათა ისინი ერთად გაუმკლავდნენ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“. ტერორისტული გაერთიანება უკვე აკონტროლებს ამ ორი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილს. საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით ტერორისტთა პოზიციებზე საჰაერო იერიშები განახორციელა და განაგრძობს ერაყის ჯარის წვრთნას. ერაყი ცდილობს, ტერორისტებისგან გაათავისუფლოს ქალაქი თიქრითი, რომელიც ამ უკანასკნელებმა 2014 წლის ივნისში ჩაიგდეს ხელში.

XS
SM
MD
LG