Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას შეეწირა ლეიტენანტი


უკრაინის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. პროკურატურის ინფორმაციით, კიევის მახლობლად, სოფელ ვინიცკი სტავიში ვერტმფრენ MI-24-ის ჩამოვარდნას შეეწირა ლეიტენანტი, ხოლო დაშავებული არიან მაიორი და კაპიტანი. ვერტმფრენი ეკუთვნოდა ლვოვის სამხედრო შენაერთს. ჯერჯერობით უცნობია, რა მიზნით დაფრინავდა ის კიევის თავზე. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფონია დაპირისპირება პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და აღმოსავლეთ უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუებრნატორ, იგორ კოლომოისკს შორის კომპანია „უკრნაფტას“ ხელმძღვანელობის შეცვლის გამო. 23 მარტს პოროშენკომ თქვა, რომ უკრაინელ გუბერნატორებს აღარ ეყოლებათ საკუთარი კერძო შეიარაღებული ჯგუფები. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც შეიარაღებული პირები შეიჭრნენ „უკრანაფტას“ შენობაში.

XS
SM
MD
LG