Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში წაბილწეს ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილი


მოსკოვის ცენტრში, ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე, დაუდგენელმა პირებმა წაბილწეს ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემი სიმბოლოები. ამის შესახებ „ტვიტერით“ იუწყება ოპოზიციონერი ილია იაშინი. ნემცოვის სურათებზე გააკეთეს შეურაცხმყოფელი წარწერები, გატეხილია დაფა წარწერით „ნემცოვის ხიდი“. ცნობები ვანდალიზმის აქტის შესახებ სამშაბათს საღამოს გავრცელდა ინტერნეტში. ფოტოებზე ჩანს ხიდზე მყოფი ოთხი ქალი და სამი მამაკაცი. მათ ხელში უჭირავთ „ნემცოვის ხიდის“ აღმნიშვნელი დაფის ნამსხვრევები. მომხდარზე პასუხისმგებლობა იკისრა აქამდე უცნობმა ჯგუფმა, რომელიც თავს უწოდებს „გამათავისუფლებელ მოძრაობა სერბ"-ს. სამართალდამცველების რეაქციაზე ჯერ არაფერია ცნობილი. ბორის ნემცოვი 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში, კრემლის მახლობლად. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს რამდენიმე მამაკაცი ჩრდილოეთ კავკასიიდან, თავდასხმასთან ისლამისტების შესაძლო კავშირზე მითითებით. მაგრამ დაკავებულებიდან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ აიძულეს, ეღიარებინა დანაშაული.

XS
SM
MD
LG