Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი: აშშ-ის ჯარის ავღანეთიდან გაყვანის გადადება მშვიდობის მიღწევას ხელს შეუშლის


თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, ავღანეთში თავისი ჯარის შემცირების პროცესი გადადოს, მშვიდობის შანსს ძლიერ დარტყმას მიაყენებს. თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეანელებს ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცებისგაყვანის პროცესს - 2015 წლის ბოლომდე დატოვებს 9800 ჯარისკაცს. თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდიმა თქვა, რომ ობამას განცხადება მშვიდობის ყოველგვარ პერსპექტივას დიდ ზიანს აყენებს. მუჯაჰიდის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება „ნიშნავს, რომ ომი გაგრძელდება, სანამ ისინი არ დამარცხდებიან“. თალიბანს არ დაუწყია სამშვიდობო მოლაპარაკება ავღანეთის მთავრობასთან, მაგრამ ბოლო ხნის ცნობებით, სავარაუდოდ, ორი მხარე მოლაპარაკებისკენ მიდიოდა.

XS
SM
MD
LG