Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ასპინძის გამგებლის მოადგილე


შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლევან ხოზრევანიძე დააკავეს. მას ბრალად ედება, რომ მოქალაქეს ასპინძის მუნიციპალიტეტში, წუნდის ტბასთან მდებარე 32 635 კვ.მ მიწის ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 50 000 აშშ დოლარი და წინასწარ აიღო 21 000 აშშ დოლარი.

XS
SM
MD
LG