Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი პროკურორი თვითმფრინავის განადგურებაში ერთ-ერთ გერმანელ მფრინავს ადანაშაულებს


ფრანგი პროკურორი აცხადებს, რომ კომპანია „ჯერმანუინგზის“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მეორე მფრინავი, შესაძლოა, დაინტერესებული ყოფილიყო თვითმფრინავის განადგურებით. 24 მარტს ალპებში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა და დაიღუპა 150 ადამიანი. ბორტზე საუბრების თვითჩამწერის ინფორმაციაზე დაყრდნობით მარსელის პროკურორმა ბრის რობინმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა მფრინავმა, რომელიც კაბინაში მარტო იყო, სავარაუდოდ, განზრახ დაიწყო თვითმფრინავის დაშვება. ხოლო მეორე მფრინავმა დატოვა კაბინა და შიგნით ვეღარ შეეღწია, რადგან კარები ჩაურაზეს. პროკურორის განცხადებით მფრინავი ცოცხალი იყო თვითმფრინავის მიწაზე დანარცხებამდე.

XS
SM
MD
LG