Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბი ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივი სამხედრო ძალების შექმნაზე


ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის განცხადებით, არაბი ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივი შეიარაღებული ძალების შექმნაზე. როგორც ალ-სისიმ 29 მარტს თქვა, ასეთი ძალები საჭიროა „დიდი გამოწვევების გამო, რომლებიც არაბი ერის წინაშე დგას". არაბული სახელმწიფოების წარმომადგენლები მომავალ თვეში შეიკრიბებიან შეთანხმების დეტალებზე სამუშაოდ. ამას ითვალისწინებს რეზოლუცია, რომელიც ეგვიპტეში, "არაბული ლიგის" სამიტზე მიიღეს. "არაბული ლიგის" თავმჯდომარე ნაბილ ალ-არაბის განმარტებით, ერთობლივი ჯარები იბრძოლებენ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“, აგრეთვე ლიბიასა და იემენში მეამბოხეების წინააღმდეგ. ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ გადაწყვეტილება მოჰყვა საუდის არაბეთის და მისი სუნიტი არაბი მოკავშირეების საჰაერო დარტყმებს იემენში შიიტი მეამბოხეების, ჰუტის დაჯგუფების წინააღმდეგ. "არაბული ლიგის" თავმჯდომარის განცხადებით, საჰაერო ოპერაციები გაგრძელდება, სანამ ამბოხებას ბოლო მოეღება და შიიტი მეამბოხეები იარაღს დაყრიან.

XS
SM
MD
LG