Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება შესაძლოა, გეგმაზე დიდხანს გაგრძელდეს.


ვაშინგტონის განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამაზე შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკება, რომელსაც ირანი და მსოფლიოს წამყვანი ექვსი ქვეყანა აწარმოებენ, შესაძლოა ადგილობრივი დროით ღამის 12 საათისთვის განსაზღვრულ ვადაზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს, თუ მიღწეული იქნება წინსვლა, რომელიც გაამართლებდა ჩარჩო-შეთანხმების მიღწევის იმედს. შვეიცარიის კურორტ ლოზანაში შეკრებილი დიპლომატები ცდილობენ მიაღწიონ ჩარჩო-შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, თეირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ირანის დელეგაციის წარმომადგენლის, ჰამიდ ბაიდინეჯადის განცხადებით, ირანი მზად არის გააგრძელოს მოლაპარაკება „რამდენი ხანიც საჭიროა“ ჩარჩო-შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ რამდენიმე საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება. აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი და გერმანია ცდილობენ იმის უზრუნველყოფას, რომ ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღისათვის საჭირო კომპონენტების შექმნა წალიწადზე ნაკლებ დროში. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ბირთვული იარაღის შექმნას აპირებს.

XS
SM
MD
LG