Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის ცნობით საქართველოს საგარეო ვალმა 13.5 მილიარდი დოლარი შეადგინა


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 13.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან და იგი მოიცავს სახელმწიფო და კერძო სექტორის საგარეო ვალს. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

XS
SM
MD
LG