Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფას მოუწოდებენ, რუსეთში არ ჩაატაროს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი


აშშ-ის ცამეტმა სენატორმა წერილი მისწერა ფიფას და მოუწოდა, არ მისცეს რუსეთს საშუალება, უმასპინძლოს 2018 წლისთვის დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. დღეს გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც სენატორ რობერტ მენდესისა და რონ ჯონსონის ინიციატივის საფუძველზე დაიწერა, ვკითხულობთ, რომ ჩემპიონატი რუსეთში არ უნდა ჩატარდეს პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიალური მთლიანობის და სხვა კანონდარღვევების გამო. „რუსეთის მიერ ფიფას მსოფლიო თასის მასპინძლობა კიდევ უფრო გაზრდის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის პრესტიჟს, მაშინ როცა ეს რეჟიმი უნდა დაიგმოს“, - ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ცხრა რესპუბლიკელი, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ჯონ მაკკეინი და ოთხი დემოკრატი სენატორი აწერს ხელს. ფიფა ჯერჯერობით არ აპირებს რუსეთიდან სხვა ქვეყანაში გადაიტანოს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.

XS
SM
MD
LG